სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: გამოვთქვამთ მწუხარებას ილია II-ის გარდაცვალების გამო, მისი მრავალწლიანი მსახურება – რელიგიათშორისი პატივისცემის, საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად ილია II გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მსახურება – რელიგიათშორისი პატივისცემის, საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო
გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II გარდაცვალების გამო.
მისი მრავალწლიანი მსახურება – რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში – განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.