საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კლინიკიდან საპატრიარქოში გადაასვენეს

არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კლინიკიდან საპატრიარქოშია გადასვენებული.

„აპატიოსნებენ მის უწმინდესობას. ვფიქრობ, 1-2 საათში უკვე გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში ან ხვალ დილით. ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი. პატრიარქი ახლა საპატრიარქოშია დასვენებული“, – აღნიშნა მამა დემეტრემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები