ალუდა ღუდუშაური: საქართველოში ხვალინდელი დღე ისეთი არ გათენდება, როგორიც მანამდე იყო – მინდა მივუსამძიმრო თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქეს
მივეჩვიეთ იმას, რომ თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ხვალინდელი დღე ისეთი არ გათენდება, როგორიც მანამდე იყო და ქვეყანა ნამდვილად შეიცვლება.
„საქართველომ და ქართველმა ხალხმა დაკარგა უდიდესი პიროვნება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხვალინდელი დღე ისეთი არ გათენდება, როგორიც მანამდე იყო. ნამდვილად შეიცვლება ჩვენი ქვეყანა და ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო მისი უწმინდესობის ეპოქის დროს. ძალიან მიმძიმს სიტყვების პოვნა, იმდენად რთული და მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა მივუსამძიმრო თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, რომ განურჩევლად მრწამსისა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უაღრესად დამწუხრებულები ვართ. მივეჩვიეთ იმას, რომ თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.