ქუთაისში სტუდენტები თბილისში აქციის დაშლას აპროტესტებენ
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, გუშინ თბილისში აქციის დაშლას აპროტესტებენ. ისინი უერთდებიან იმ მოთხოვნებს, რაც დედაქალაქში აქციის მონაწილეებს აქვთ. მატი მთავარი მოთხოვნაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული გზით ჩატარდეს.
მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ეს მოთხოვნა შესრულებული.
ამ დროისთვის, სტუდენტები მსვლელობით ქუთაისის მერიისკენ მიერმართებიან.