ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა
ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემს უცნობი ჭურვი მოხვდა, რამაც გემზე ხანძარი გამოიწვია,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი ომანიდან ჩრდილოეთით, 11 კილომეტრში მოხდა.
გემმა დახმარება ითხოვა და ეკიპაჟის ევაკუაცია მიმდინარეობს.