„კლინიკა ბომონდი“ ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

“პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.

პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.

,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია. ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

,,კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს”,- წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები