მედიის ინფორმაციით, აშშ ახლო აღმოსავლეთში 5000 სამხედროსგან შემდგარ რაზმს გაგზავნის

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, შეერთებული შტატები რეგიონში მედესანტეებს და საზღვაო ქვეითთა ​​საექსპედიციო რაზმს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასეთი დანაყოფები, როგორც წესი, რამდენიმე საბრძოლო ხომალდს და 5000 საზღვაო ქვეითს მოიცავს.

„თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა დაამტკიცა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მოთხოვნა… მაღალი მზადყოფნის სამხედრო სადესანტო ჯგუფისა და საზღვაო ქვეითების თანმხლები საექსპედიციო რაზმის შესახებ, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე გემისა და 5000 საზღვაო ქვეითისგან შედგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საზღვაო ქვეითების ნაწილი უკვე ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები