ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი: არ გავჩერდებით მანამ, სანამ ტრამპი მძიმე შეცდომისთვის ბოდიშს არ მოიხდის

ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ „[აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი] არ მოიხდის ბოდიშს“ თავისი „მძიმე შეცდომის“ გამო, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა.

მან ტრამპის მიმართ გაკეთებულ კომენტარებში, „ჰეშთეგით“ „TrumpMustPay“, უარყო მოსაზრება, რომ აშშ ომს სწრაფად მოიგებდა.

„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფ გამარჯვებას ეძებს. ომის დაწყება მარტივია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია“, – განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები