“სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა. ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების მიზნით იცავს პერიმეტრს”, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ტყიბულში მეწყრის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„უნდა დაველოდოთ გეოლოგების დასკვნას, რომლის შემდეგაც გახდება ჩვენთვის ცნობილი, რა დროის შემდეგ შეძლებს მოსახლეობა თავიანთ ტერიტორიებზე შესვლას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში გუშინ მეწყერი ჩამოწვა.