სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის შესაძლო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსში კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების საქმეზე ოფიციალური გამოძიება დაიწყო.

გამოძიება უკავშირდება ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ დევნასა და იძულებით გადაადგილებას ახორციელებდა.

საქმე სასამართლოს ლიეტუვამ გადასცა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, სავარაუდო დანაშაულების ნაწილი მისი ტერიტორიის ფარგლებშიც მოხდა, რადგან ბელარუსიდან დევნილი პირების ნაწილი სწორედ ლიეტუვაში გადავიდა.

საქმის გადაგზავნისას ლიეტუვამ განაცხადა, რომ ბელორუსის მაღალჩინოსნებმა პოლიტიკურმა, სამართალდამცავმა და სამხედრო ლიდერებმა ბელორუსის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის დეპორტაცია, დევნა და სხვა არაადამიანური ქმედებები ჩაიდინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო არ არის, სასამართლომ საქმის განხილვა მაინც დაიწყო, რადგან შესაძლო დანაშაულები წევრი ქვეყნის ტერიტორიას უკავშირდება.

გამოძიების ფარგლებში პროკურორები მტკიცებულებებს შეაგროვებენ და შესაძლოა მომავალში კონკრეტული პირების წინააღმდეგ დაკავების ორდერებიც გაიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები