“მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია, ვაგრძელებთ გეომონიტორულ დაკვირვებას,”- ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, ანრი ნამიჭეიშვილმა ტყიბულში მეწყრის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს საველე-საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და რისკის ზონები.
“გარემოს ეროვნული დეპარტამენტის გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამი ჯგუფის მიერ, 12 მარტს, დილის საათებიდან მონიტორინგი გრძელდება ადგილზე. წინასწარი შეფასებით, ადგილი აქვს მეწყრული სხეულის რეაქტივიზაციას. მიმდინარეობს საველე-საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და რისკის ზონები. ამ ეტაპზე, მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ გეომონიტორულ დაკვირვებას. დაახლოებით 58-60 ჰექტარზეა საუბარი და, ამ ეტაპზე, ადგილზე ვრჩებით”, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, ანრი ნამიჭეიშვილმა.