გოგა ხაინდრავა: „ფორმულამ“ უამრავი სისულელე დამაბრალა, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია – ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული
უამრავი სისულელე დამაბრალეს, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა ჰკითხა, რატომ შეიტანა სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ.
„ის, რაც გააკეთა „ფორმულამ“, აბსოლუტური უგუნურებაა. 20 დეკემბერს გააკეთეს სიუჟეტი „სიცრუის შაბათში“. უამრავი სისულელე დამაბრალეს, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული. ვითომ მიწებს მაძლევს „ქართული ოცნება“. რაც მთავარია, ფილმზე, რომელსაც ახლა ვიღებ, სრული აბსურდი [თქვეს]. შემდეგ მოვაწყვე პრესკონფერენცია, სადაც ვთქვი, რომ საჩივარს ვამზადებდი. 20 იანვარს ისევ გავიდა სიუჟეტი „სიცრუის შაბათში“, სადაც თქვეს, რომ მე სუს-თან და საზღვრის დაცვის პოლიციასთან ერთად ქრთამით, რომელიც თითოეულ ადამიანზე ორი ათასი დოლარი იყო და საერთო ჯამში 4 მილიონი გამოიყვანეს, კანონგარეშე შემომყავდა საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად დამნაშავეები. გამოდის, რომ ეს არის სახელმწიფო დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სუს-მა, საზღვრის დაცვის პოლიციამ და ვინმე ხაინდრავამ“, – აღნიშნა კინორეჟისორმა.