თურქეთმა ირანს მოუწოდა, რაკეტების გაშვებაში პასუხისმგებელი პირები დაადგინოს

ანკარამ თეირანს შეატყობინა, რომ მან იმ პირების ვინაობა უნდა დაადგინოს, ვინც თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზეა პასუხისმგებელი,- ამის შესახებ თურქულ მედიას რესპუბლიკის უსაფრთხოების სტრუქტურების წყაროებმა აცნობეს.

“თურქეთი ომის მხარე არ არის და სიფრთხილეს იჩენს, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტში ჩათრევა. თურქეთი პასუხისმგებლობით მოქმედებს რეგიონში ახალი დაძაბულობის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად და ამ პოზიციას ყველა მხარეს აცნობებს. ირანულ მხარეს მიეცა მკაფიო სიგნალი, დაუყოვნებლივ გამოავლინოს თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პირები და საჭირო ზომები მიიღოს“, – ციტირებს თურქული მედია წყაროს სიტყვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები