მაკა ბოჭორიშვილი – ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს
ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც 23-მა მონაწილე ქვეყანამ დააყენა ეუთო-ს სახელით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი, იმთავითვე გამოვთქვით ეჭვი, რომ ეს კონკრეტული ქვეყნების ვიწრო ინტერესებს ემსახურებოდა და ხდებოდა ორგანიზაციის გამოყენება ერთგვარად საქართველოს წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სრულად აჩვენა ღიაობა მაშინ, როდესაც ანგარიში მზადდებოდა, ანგარიშის მომზადების პროცესში ექსპერტი იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მას არც შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაცია გამოუყენებია დასკვნების გასაკეთებლად და არც საკმაოდ დიდი მასალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარუდგინეს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.