სახლი თელავში, სადაც მწერალი ზაირა არსენიშვილი ცხოვრობდა – ფოტოამბავი
მწერალ ზაირა არსენიშვილის სახლის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.
„ეს არის სახლი თელავში, მდებარეობს ნადიკვრის 24/26 ნომერში, სადაც არაჩვეულებრივი მწერალი ზაირა არსენიშვილი ცხოვრობდა. იქვე ახლოს ცხოვრობდა მისი ძმა გია, რომელიც სახელმწიფო მინისტრი და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო პრეზიდენტ შევარდნაძის დროს.
გირჩევთ, გაეცნოთ ზაირა არსენიშვილს წიგნებს“, – წერს გოგა ჩანადირი.