რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს

აკვაკულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმში ის სექტორიც ერთვება, რომელიც წყალს საირიგაციო დანიშნულებით არ იყენებს.

„წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით: მომხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80% კი, სუბსიდირებას დაექვემდებარება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სატბორე მეურნეობების განვითარებას და წყლის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები