ტაბახმელაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს

ტაბახმელაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს. 50 წლამდე ქალს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

ადგილზე ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციითვე, ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა იქ არ მისულა. მომხდარზე უკვე გამოიკითხა იმ სკოლის დირექტორი, სადაც ქალი გეოგრაფიის მასწავლებლად იყო დასაქმებული.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები