ირაკლი ზაქარეიშვილი: პეტრე ცაავას წერილის დაწერა სააკაშვილმა და მისმა ბიძამ თემურ ალასანიამ დაავალეს

სასულიერო დასისადმი ცილისწამების კამპანია ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდიდან იღებს სათავეს, – ამის შესახებ სასამართლო ფსიქიატრიის სპეციალისტმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ეკლესიის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“სასულიერო დასისადმი ცილისწამების კამპანია ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდიდან იღებს სათავეს. ციანიდის ცნობილ სკანდალსაც ეს ამონახსნი აქვს და მთელი პასუხისმგებლობით ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მკვლელობა მართლაც იგეგმებოდა, ოღონდ, არა შორენა თეთრუაშვილისა, როგორც საზოგადოებას არწმუნებენ… არამედ, თვით პატრიარქის მკვლელობა. მერე ისე მოხდა, რომ პროკურატურამ გარკვეულ გარემოებებს გაუწია ანგარიში და საბოლოოდ ბრალი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენას მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. ეს არის შეთქმულება არამხოლოდ პატრიარქის, არამედ მთელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ჩემთვის ცნობილია უმაღლესი იერარქიის ოთხი მღვდელმსახური, რომლებიც მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთს ახლავე დავასახელებ- ის მიტროპოლიტი, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით, სინოდის სხდომას არ დაესწრო. უკვე იმის თქმაც შემიძლია, რომ პატრიარქის მკვლელობის შემდეგ, შეთქმულები საპატრიარქო ტახტზე პეტრეს დასახელებას აპირებდნენ. საამისოდ ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ შემზადებულები- ვგულისხმობ იმ ყბადაღებულ წერილს, რომელიც თითქოს დაპატიმრებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის კალამს ეკუთვნის და რომელზე დაყრდნობითაც შეთქმულები ამჯერად პატრიარქის დაშანტაჟებას შეუდგნენ.

წერილი, თვით პეტრემ დაწერა და იქ უმძიმესი ცილისწამებები შეთითხნა. პატრიარქის მკვლელობა არ გამოუვიდათ და უფრო უარესს მის კომპრომეტაციას ცდილობდნენ, რათა საზოგადოების წინაშე მისი უდიდესი გავლენა გააცამტვერონ. რის შემდეგაც ეკლესიის დანაწევრება და მართულ მდგომარეობაში გადაყვანა უკვე ტექნიკის საქმეა. მაგრამ აქვე, მინდა გაგიმხილოთ რომ პეტრეს წერილის დაწერა დასავლეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით სააკაშვილმა და მისმა ბიძამ თემურ ალასანიამ დაავალეს. მეტსაც გეტყვით აღნიშნული წერილი სტილისტურად გაიმართა, რედაქტირდა და დასრულებული სახე მიიღო ერთ-ერთ რედაქციაში. წერილზე მუშაობდა ელისო კილაძის გაზეთის ერთ-ერთი ჟურნალისტი. თავად ელისო კილაძე გახლავთ პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფის აქტიური წევრი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილისგან და თემურ ალასანიასგან დავალებული აქვს პატრიარქის წინააღმდეგ ამ უბინძურესი ცილისწამების ტირაჟირება და და საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამისთვის საკმაოდ მსხვილი თანხებიც არის გამოყოფილი. საზოგადოება თავად ხედავს, როგორ ექომაგება ელისო კილაძე პეტრეს სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით, სხვადასხვა ტელევიზიაში, სადაც მას ამ თემაზე სასაუბროდ გამუდმებით იწვევენ, როგორც საეკლესიო საკითხების “ექსპერტს”. როგორც ჩანს ამ ტელევიზიების ხელმძღვანელებიც დავალებით არიან აღჭურვილნი. მაქვს ინფორმაცია, რომ ელისო კილაძეს დავალებული ჰქონდა პატრიარქის მიმართ პეტრეს ამაზრზენი ბრალდებების გამყარება. კერძოდ, მას უნდა მოეძიებინა ცრუმოწმეები, “სკაიპში” უნდა შემოეყვანათ უცხოეთში მცხოვრები ქართველი გეები, რომლებსაც პატრიარქი სოდომურ ცოდვაში უნდა ემხილებინათ. ამისთვის დიდძალი თანხა არის გამოყოფილი. ისინი ვარაუდობენ, რომ პატრიარქის კომრომეტაციით, მრევლს ეკლესიას შეაძულებენ, დაათითოკაცებენ და ამგვარად მოშლიან მძლავრ წინააღმდეგობას, რაც მათ ბინძურ მიზნებს წინ ეღობება. ნაცები, ლგბტ, მათი მოსყიდული მედიასაშუალებები და ეკლესიის მტრები დღეს არიან ფრონტის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს არის საზოგადოების ნაცების რეჟიმისგან რეპრესირებული ნაწილი და ეკლესიის მრევლი. ამ ბრძოლაში ნაცებს არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ, თუ ხელისუფლება თავის სიმაღლეზე აღმოჩნდება და კანონდარღვევის ნებისმიერ კონკრეტულ გამოვლინებაზე შესაბამისად პასუხს აგებინებს დამრღვევებს”,- განმარტა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები