ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: რა აქციაც არ უნდა გამართონ, ვფიქრობ, რომ ეს უკვე კარგად ნაცნობი სცენარებია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

“26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და ამ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ და არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოს დამოუკიდებლობასთან იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს დამოკიდებულებაში მოქცევას არაფორმალური გავლენები ქვეშ. ამიტომ, რაც არ უნდა გამოვიდნენ, რა აქციაც არ უნდა გამართონ, ვფიქრობ, რომ ეს უკვე კარგად ნაცნობი სცენარებია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

„ყველაზე მეტი პრობლემა, რაც არის ამ ადამიანების შინაარსს ვერ გამოვცვლით. ისინი დაბადებულები არიან იმისთვის, რომ გაყიდონ საკუთარი ქვეყანა.

უნგრეთის მაგალითმა მათ, რაღაც ახალი მოტივაცია მისცა და მისცა სურვილი, რომ რაღაცნაირად დაუერთდნენ შინაარსობრივად უნგრეთში ოპოზიციის მიერ მოგებულ არჩევნებს, თუმცა გარწმუნებთ, რომ არანაირი საერთო მათ ამ პროცესებთან არ აქვთ. ჩვენ აქ გვყავს რადიკალური პოზიცია, რომელიც პირდაპირ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ. რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ ბოიკოტს უცხადებდნენ დემოკრატიას, საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ამომრჩეველს. ებუტებოდნენ ამ ქვეყნის მოსახლეობას, პროტესტს აცხადებდნენ და არ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. ამის ფონზე, რა დროსაც მათ არ უნდა მოუბრუნდეთ გული და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ეს ფაქტობრივად მათ რეპუტაციას პოლიტიკურად ვერ წაადგება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები