საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება.

ბაჰრეინთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის პირველ მატჩს 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები