თურქეთში სკოლის მასწავლებელზე თავდასხმა სცადეს

თურქეთში, შანლიურფას პროვინციის სივერეკის რაიონში, სკოლაში მასწავლებელზე თავდასხმა სცადეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა, მშობელმა სკოლის მასწავლებელზე თავდასხმა სცადა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები სწრაფად ჩაერივნენ და თავდამსხმელი დააკავეს.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცავი ორგანოები მომხდარს იძიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები