ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო.

ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა. თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დიპლომატიის როლზე მშვიდობის უზრუნველყოფაში.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პატრონაჟით მეხუთედ იმართება.

2026 წლის ფორუმის მთავარი თემაა მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.

ფორუმი პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დიპლომატიის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები