პაკისტანის დელეგაცია თეირანში ჩავიდა

პაკისტანის დელეგაცია, რომელიც ომის დასრულების მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, თეირანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი პაკისტანის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაკისტანის დელეგაციაში შედიან შეიარაღებული ძალების მეთაური, ასიმ მუნირი – რომელიც ტრამპმა მანამდე, როგორც თავისი „ფავორიტი“ აღწერა – და შინაგან საქმეთა მინისტრი, მოჰსინ ნაქვი.

ადრე, ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებამ, საინფორმაციო სააგენტო IRIB-მა, განაცხადა, რომ დელეგაცია აშშ-ს გზავნილის გადაცემას და მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაგეგმვას აპირებდა. (გასულ შაბათ-კვირას ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა).

ამავდროულად, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი, მისი ადმინისტრაციის თანახმად, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავიდა, „რათა გაცვალოს შეხედულებები რეგიონში არსებულ ვითარებაზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები