თურქეთის სკოლებში 2 დღის განმავლობაში 2 სროლა მოხდა – დაღუპულია 4 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

“ოთხი დაღუპულიდან სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. კიდევ 20 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია”,- განაცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა, მუკერემ უნლუერმა.

მისივე თქმით, შემთხვევის დროს თავდამსხმელიც მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი დღეს დილით მოხდა. თავდამსხმელმა, რომელიც, სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო, ცეცხლი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე გახსნა.

„მოსწავლე სკოლაში მოვიდა ზურგჩანთაში ჩადებული იარაღით, რომელიც, ჩვენი აზრით, მამამისს, პენსიაზე გასულ პოლიციელს ეკუთვნოდა. ის ორ საკლასო ოთახში შევიდა და ცეცხლი გახსნა, რამაც დაზიანებები და სიკვდილი გამოიწვია“, – განუცხადა უნლუერმა ჟურნალისტებს.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა გადაკეტეს, სროლის მოტივისა და გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები