“ჯორჯიან მანგანეზის” დაფინანსებით, ჭიათურაში სახალხო დღესასწაული “ჭიათურობა 2019” გაიმართება

9 ნოემბერს, ჭიათურაში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2019“ გაიმართება.
”ჭიათურობა 2019”-ის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
დღესასწაული ნაგუთიდან კონცერტით დაიწყება. ადგილზე წარმოდგენილი იქნება – ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე მოეწყობა ბიბლიოთეკები.
გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი ლეჟუბანშიც, სადაც საბავშვო წარმოდგენა, იმერული ეზო და ფლეშმობი მოეწყობა.
დღესასწაულის გამო, ნინოშვილის ქუჩაზე, პირველი სკოლის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობამდე გზა დაიკეტება. ამასთან, „გამარჯვების პარკში” ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა კომპანიის მიერ საკვები და გასართობი კუთხეები განთავსდება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” პატარებს საბავშვო-გასართობი ზონით უმასპინძლებს. ​სახალხო დღესასწაული კულტურის სასახლის ეზოში გალა კონცერტით დასრულდება, სადაც საპატიო ჭიათურელებს დააჯილდოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები