გრიგოლ ლილუაშვილი: რუსოფობია ვერ წაგვადგება, რადგან ხალხი გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც რუსეთიდან მოედინება

0

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, მიაჩნია, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი ინსტრუმენტი  მეტი დისკუსიის და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაა, რაც ფობიების საბრძოლველად აუცილებელია.

მისივე თქმით, რუსოფობია ვერ წაგვადგება, რადგან ხალხი გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც რუსეთიდან მოედინება

“უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს რაც შეიძლება მეტი დისკუსიის, მეტი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რაც აუცილებელია იმისთვის რომ ფობიებს ვებრძოლოთ. რუსოფობია ვერ წაგვადგება, ვინაიდან ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც რუსეთიდან მოედინება. ხალხში არ არის აგრესია რუსი ერის მიმართ, აგრესია გვაქვს და არ ვეთანხმებით ბუნებრივია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მე ესე ვთვლი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა მიიღო თავისი კოლეგა, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ დრამატული დასი, სადაც ჩვენი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი აქტივისტები მიცვიდნენ და შეეცადნენ ჩაეშალათ ეს ღონისძიება, ვინაიდან ის სტუმრები წარმოადგენდნენ რუსეთის მოქალაქეებს.

ესეთი ფობიები ჩვენ რა თქმა უნდა არ წაგვადგება შედეგის მიღწევაში, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი რეაქციები, თუმცა ეს საქმეს ნამდვილად არ წაადგება, შესაბამისად, თუ კი იმ 9 მილიონი ტურისტიდან ნახევარზე ცოტა მეტი ალბათ იყო რუსულენოვანი სამყაროდან ჩამოსული და ჩვენ მათ გაშლილი ხელით, ღვინით, ჩვენი ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობით დავხვდით, რატომ უნდა დავხდეთ აგრესიით ხელოვან ადამიანებს, რომლებსაც სპექტაკლი აქვთ ქუთაისში ჩამოტანილი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ მიმართულებები, რომლებიც ფონს გაგვიყვანს და არა ჩიხში მოგვაქცევს. მე ვფიქრობ, რომ ეს ფობიური განცდები, მოქმედებები, რეაქციები სწორედ ჩიხში შესაყვან მიმართულებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი