პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით შეკითხვები როგორც ყველა სხვა კანდიდატის შემთხვევაში, მის საქმიანობასთან და ბიოგრაფიასთან იქნება დაკავშირებული.

“შეკითხვები, როგორც ყველა სხვა კანდიდატთან, იქნება დაკავშირებული როგორც მის საქმიანობასთან, მის ბიოგრაფიასთან და ასევე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში თუ პარლამენტის წევრებს შორის,” – აღნიშნა ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა 23 სექტემბრიდან დაიწყო. სულ 20 კანდიდატია წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები