გრიგოლ ლილუაშვილი: პანკისი არ არის არანაირი საფრთხის შემცველი რაღაც ანკლავი, რასაც შეგნებულად წარმოაჩენენ ჩვენი მტერი სახელმწიფოების პროპაგანდისტები

0

“პანკისი არ არის არანაირი საფრთხის შემცველი რაღაც ანკლავი, პანკისი არ არის არანაირი საფრთხის შემცველი რაღაც ანკლავი, რასაც შეგნებულად წარმოაჩენენ ჩვენი მტერი სახელმწიფოების პროპაგანდისტები, ვინაიდან იქ ცხოვრობენ ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვეულებრივი ყოფა გააჩნიათ, არაფრით განსხვავებული სხვა კუთხეებში მაცხოვრებელი ადამიანებისგან”, –  განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

“ბუნებრივია, პანკისის ხეობაში თავმოყრილია რელიგიურად მუსლიმი მოსახლეობა. იქაც არის მიმდინარეობები, მაგრამ თუ არ მოხდა სპეციალური პროვოცირება იქ რაღაც მოვლენების, მე ვფიქრობ არანაირ საფრთხეს პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს იქ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სრული ინტეგრაციისთვის მოსახელეობის ძირითადად პროცესებში ,რაც ვითარდება ქვეყანაში. ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ვინაიდან უმრავ საინტერესო პროექტს, ჰუმანიტარულ პროექტებს ვგულისხმობ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ. შეეხება ეს ტურიზმის განვითარებას, საგანმანათლებლო მიმართულებას თუ სხვა მიმართულებას, ასე რომ იქ დღესდღეობით არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმისა რომ რაღაც მუქ ფერებში დახატული სიტუაციები განვიხილოთ, არანაირი მსგავსი”, – ამბობს ლილუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი