გრიგოლ ლილუაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებულ პრობლემებს კომუნისტური სისტემის დანატოვარს უწოდებს 

0

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დავით გარეჯთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, “ეს ჩვენი მძიმე მემკვიდრეობის შედეგია, რაც კომუნისტურმა სისტემამ დაგვიტოვა”.

“ბუნებრივია, ეს არის სუსტი მხარე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ვინაიდან ჩვენ კეთილგანწყობილ მეზობლებთანაც გაგვაჩნია მოუგვარებელი საკითხები ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც დავით გარეჯთან მიმართებაში. ეს არის ჩვენი მძიმე მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც კომუნისტური პერიოდიდან დაგვიტოვა სისტემამ, არა მარტო ჩვენ, სხვათა შორის, ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ანალოგიური პრობლემები გააჩნიათ ერთმანეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს არასდროს არ ჰქონიათ ერთმანეთთან მკაცრად დაფიქსირებული, დელიმიტირებული და დემარკირებული საზღვრები. ეს არის ჩვენი მძიმე მემკვიდრეობა, მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ახლო მეზობლებთან, ჩვენ ძალიან კარგ მეგობარ ქვეყნებთან გამოვძებნით საერთო ენას და წყნარ და მშვიდ რეჟიმში და არა აჟიტირებულ რეჟიმში, ის კომისიები, რომელიც შექმნილია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით, დაასრულებენ შედეგიანად თავიანთ საქმიანობას, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. რაც შეეხება თურქეთთან მიმართებაში, მოგეხსნებათ, რომ ეს საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა გადიოდა ამ მონაკვეთზე, შესაბამისად არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, თავისთავად უკვე დაფიქსირებულია ის მყარი ზოლი, რასაც სახელმწიფო საზღვარი ჰქვია.

კომენტარები

კომენტარი