მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის და ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. ლატალის ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს, ბაღის მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ლატალის ბაღის მშენებლობისთვის 360 ათასი ლარია გამოყოფილი, ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღები ლენჯერში, ნაკრაში, ხაიშში, იდლიანსა და ჭუბერში უკვე აშენდა.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესს სოფელ ლატალში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები