სოფელ ხიდისთავში 60 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 60 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
“ფსიქიკურად ბოლო თვეები ვერ იყო კარგად. ექიმთანაც ჰყავდათ და წამლებსაც ასმევდნენ. მთელი სამეზობლო ვტირით, დიდებული კაცი იყო”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილის მეზობელმა, ლიანა დონღუზაშვილმა.
შსს – მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.