ცაგერში ქვეითს მანქანა დაეჯახა –  მძღოლი ადგილიდან მიიმალა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე ქალი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით ცაგერის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში მორიგე ექიმმა ირაკლი ტყემალაძემ განაცხადა , პაციენტი შეყვანილი იქნა მრავლობითი ტრავმებით და მას სათანადო პირველადი დახმარება გაეწია.

“პაციენტს აღენიშნებოდა დიდი წვივის ტრავმა მუხლის მიდამოში, მრავლობითი ექსკორაციები, თავის ტვინის შერყევა. მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება, გაეწია კონსულტაცია. ასევე გამოძახებული იქნა ქირურგი.  შემდგომი კვლევებისა და მკურნალობისათვის პაციენტი რეანიმობილით გადაყვანილი იქნა ქუთაისში. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, “- განაცხადა ირაკლი ტყემალაძემ.

დაზარალებულის განცხადებით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა გუშინ,  გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ,რამაც გამიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები