გორის მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ფეხბურთის გუნდი რეგიონული თამაშის გამარჯვებული გახდა

გორის მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ფეხბურთის გუნდი 7×7 “Master League” რეგიონული თამაშის გამარჯვებული გახდა.

პირველობისთვის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი იბრძოდა. რეგიონალურ ტურნირს ხაშურის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

“გორის მერიის გუნდი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გამარჯვებულ გუნდებთან შესახვედრად ემზადება და გამარჯვების შემთხვევაში უკვე ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებს. რეგიონალურ შეჯიბრებამდე, როგორც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გორშიც ჩატარდა შესარჩევი ტურნირი. ტურნირი 7×7 “Master League “ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებითა და გორის მერიის ხელშეწყობით გაიმართა,” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები