“ნაბის-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ” – ზუგდიდში 34 პრობაციონერს ბიზნესიდეა დაუფინანსეს

საერთაშორისო ორგანიზაცია Hilfswerk International, პარტნიორ ასოციაცია “თანხმობა”-სთან ერთად ზუგდიდში, პროექტ “ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში, გამარჯვებული ბენეფიციარები დააჯილდოვეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, კონკურსის შედეგად გამარჯვებული ბიზნესიდეები.

ბენეფიციარების დაჯილდოებას, სამეგრელო ზემო-სვანეთის ვიცე-გუბერნატორი დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია და სხვადასხვა სამსახური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, პროექტის მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია გახლდათ. ამ ადამიანებმა იპოვეს საკუთარი თავი და წარმატებული გახადეს ბიზნესი. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ადამიანებს შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის” – განაცხადა ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ.

2019 წელს პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 34 გამარჯვებული ბიზნეს იდეა. პროექტის მიზანია ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია. სამეგრელოში დაფინანსებული ბიზნესიდეების ბიუჯეტმა 160000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები