ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ, უკვე მესამედ, უდანაშულოდ ცნო

0

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ, უკვე მესამედ , უდანაშულოდ ცნო.

ახალგორში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტმა “რეგიონულ კვირასთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა , რომ მოსამართლემ იგი წაყენებულ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

“ძალიან გახარებული ვარ . კიდევ ერთი გამარჯვება, უკვე მესამედ სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო . სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა იმ პირს, ვინც ბრალი უდანაშაულოდ დამდო და ეს საშინელი დღეები გადამატანინა, ჩემს სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ , რომ დიდი ალბათობით,  პროკურატურა კვლავ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას,”-  განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

შეგახსენებთ,  რომ თამარ მეარაყიშვილს ბრალი,  პარტია “ერთიანი ოსეთის” მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებასა და გაყალბებული დოკუმენტის მეშვეობით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონო მოპოვებაში, ედებოდა. ცხინვალის რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს თავისუფლად გადაადგილებაც შეუზღუდა.

კომენტარები

კომენტარი