“ევექსის” კლინიკაში დაღუპული 40 წლის ინგა კაკიაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება მხოლოდ ერთი თვეა რაც შეუჩერდა”

ხაშურში, “ევექსის” კლინიკაში დაღუპული 40 წლის ინგა კაკიაშვილის ოჯახის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს და ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.

ინფორმაციის გასარკვევად “რეგიონული კვირა” სოციალური მომსახურების ხაშურის რაიონული განყოფილების უფროსს ესაუბრა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ინგა კაკიაშვილის ოჯახის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნულ ოჯახს სოციალური დახმარება ერთი თვეა რაც შეუჩერდა.

“ამ ოჯახს სოციალური დახმარება მხოლოდ ერთი თვეა რაც შეუჩერდა. სახელმწიფო პროგრამის თანახმად, ბენეფიციარის შემოწმება 4 წელიწადში ერთხელ ხდება. აღნიშნული ოჯახის შემოწმება სექტემბრის თვეში მოხდა , შესაბამისად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ სოციალური დახმარება რამდენიმე თვეა არ მიუღიათ, არ შეეფერება სიმართლეს. დაახლოებით სამ-ოთხ დღეში ოჯახს მიუვა პასუხი და იმ ერთი თვის სოციალური დახმარების თანხაც აუნაზღაურდებათ”- განაცხადა სოციალური მომსახურების ხაშურის რაიონული განყოფილების უფროსმა, გოჩა ბარბაქაძემ.

40 წლის ინგა კაკიაშვილი დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში გარდაიცვალა.

ქალი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ საქმის მოკვლევა 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები