მოსახლეობასთან ღია შეხვედრები ლენტეხის მუნიციპალიტეტში დღეს დასრულდა

საქართველოს პარლამენტის წევრი – კარლო კოპალიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – დავით ღუდუმიძე, ლენტეხის მერი – ბადრი ლიპარტელიანი, ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების – მაზაშის, სასაშის, ჭველფისა და ფანაგის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების პრობლემები ადგილზე მოისმინეს და მათ ის სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს, რომელიც მთიანი რეგიონების განვითარებისთვის მთავრობამ შეიმუშავა.
აღნიშნული სოფლების მოსახლეობას, ძირითადად, უგზობის, უწყლობის, ხე-ტყის ჭრის, საბავშვო ბაღებში ბავშვთა ტრანსპორტირებისა და სპორტული მოედნების სიმცირის პრობლემები აწუხებთ.
სოფელ საშაშის მცხოვრებ ალუდა ონიანს, გული სტკივა, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, სოფლები იცლება.
„ჩვენ არ გვაქვს მთავრობასთან ხშირად შეხვედრის ფუფუნება, მადლობა ღმერთს, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. სვანეთი რომ განავითარო, ამისთვის აქ მოსახლეობა უნდა შეინარჩუნო. ადრე, ამ სოფელში 160 კომლი ცხოვრობდა, ახლა კი ხედავთ რამდენიც დავრჩით, ესაა ყველაზე მეტად სამწუხარო, ამისთვის ყველამ ერთობლივად, რაც შეიძლება მალე, რაღაც უნდა ვიღონოთ“, – ამბობს ალუდა ონიანი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განმარტებით, შეხვედრები სწორედ პრობლემების ადგილობრივებისგან მოსასმენად და მათი გადაჭრის გზების მოსაძებნად იმართება.

„ეს შეხვედრები სწორედ იმისთვისაა, რომ ყველაფერი მოვისმინოთ,კარგიც, ცუდიც,მერე კლასიფიცირება გავაკეთოთ და ისე გადავწყვიტოთ, რომ ჩვენც მშვიდად ვიყოთ და თქვენც“, – ამბობს ლიპარტელიანი.
ამით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ზემო სოფლებში შეხვედრები დასრულდა და იგი ქვემო სვანეთის ქვედა მხრის სოფლებში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები