დენის სალუქვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში სატყეო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში სატყეო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
“მინისტრმა შუახევის სატყეო ადმინისტრაციაში მოქმედი ლაბორატორია მოინახულა, სადაც ლაბორატორიის მუშაობის, მიმდინარე კვლევებისა და ტყის დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ლაბორატორია უზრუნველყოფს ტყის ტერიტორიაზე გამოვლენილი მავნებლებისა და დაავადებების იდენტიფიკაციას, მათი გავრცელების მასშტაბისა და მოსალოდნელი ზიანის შეფასებას, ასევე შესაბამისი პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.