სოფელ ბებნისში გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო
სოფელ ბებნისში გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ბებნისში გზის ასფალტირების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი და ხელოვნური ნაგებობების მოსაწყობი სამუშაოები. სულ დაიგება 750 გრძ. მეტრი გზის საფარი.
პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023”,- წერია ინფორმაციაში.