სოფელ ღვლევში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაიწყო
სოფელ ღვლევში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სათავე ნაგებობას, მოეწყობა ახალი რკინაბეტონის სადაწნეო რეზერვუარი, საქლორატორო და წყალმომარაგების ქსელი.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ ღვლევში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სათავე ნაგებობას, მოეწყობა ახალი რკინაბეტონის სადაწნეო რეზერვუარი, საქლორატორო და წყალმომარაგების ქსელი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს რკინაბეტონის სადაწნეო რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ნიუ კომუნალ სერვისი”,- წერია ინფორმაციაში.