ოზურგეთის მერიაში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ოზურგეთის მერიაში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის პირველი მოადგილე, ბექა ჩხიკვიშვილი და მერის მოადგილეები – გურამ გოლიაძე და სოფო რამიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა სოფლებში დაგეგმილი ღონისძიებების და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სადგურების განთავსება, რომლის მიხედვითაც ტერიტორიები თერმული ნისლითა და ცივი შესხურების მეთოდებით დამუშავდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.