გორის მერია გუგუტიაანთკარელ რაზმაძეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია გუგუტიანთკარელ რაზმაძეების ოჯახთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“ამ დრომდე, გორის მერიისთვის  ოფიციალურად არავის მოუმართავს ამ ოჯახთან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” რაზმაძის ოჯახისთვის ხის კოტეჯს ჩამოიტანს, მერია თავად დაუკავშირდა ოჯახს და როგორც მათ განაცხადეს, რაზმაძეები მზად არიან მიიღონ ხის კოტეჯი, რომელსაც შემდეგ, საკუთარი შეხუდულებისამებრ გამოიყენებენ და უარს ამბობენ ყოველგვარ პოლიტიკურ სპეკულაციებში ჩაბმაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები