ქუთაისი მერმა ტაბიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა – გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს დეპუტატ – მამუკა რიჟამაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს – ბექა ყურაშვილთან ერთად ტაბიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარე სამუშაოებისას ორივე ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო ტროტუარები. ამჟამად ქუჩებზე გრანიტის ქვაფენილი ეწყობა და ასევე გარეგანათების ლამპიონები დამონტაჟდება. სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.