ქუთაისში აქცია “იმოქმედე კლიმატისთვის” გაიმართა

ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ, აქცია   “იმოქმედე კლიმატისთვის” გაიმართა. აქციის მონაწილეები  ამით მსოფლიო მშვიდობიან კამპანიას უერთდენიან, რომლის მიზანია მსოფლიო ლიდერებს მოუწოდონ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგან კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად.

აქციის ორგანიზატორის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” ხელმძღვანელის ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, „კლიმატური მარში“ მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში იმართება, საქართველოდან კამპანიის მონაწილე კი  ოფიციალურად ქუთაისია.

“დღეს ყველა გამოდის ქუჩაში რომ ხმა გააგონონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ აუცილებელია მოქმედება დავიწყოთ. ჩვენი კამპანიის სახელია “იაქტიურე კლიმატისათვის” და ამ მის ფარგლებში ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩვენ და ჩვენმა აქტივისტებმა  150-ზე მეტი ინდივიდუალური აქცია ჩავატარეთ, რომელიც მოიცავდა  ტერიტორიების დასუფთავებას დაასევე მწვანე ნარგავების დარგვას. გარდა ამისა, ჩავატარეთ სამი ეკობანაკი, სადაც ვასწავლიდით მოსწავლეებს,  სტუდენტებს, რას ნიშნასვს კლიმატური ცვლილებები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას”,- განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები