“გოდერძის უღელტეხილი – მწვანე ტბა – დიდაჭარის იაილას” გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში, “გოდერძის უღელტეხილი – მწვანე ტბა – დიდაჭარის იაილას” საავტომობილო გზის 3260 გრძ.მ. მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულებულია და სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 3 864 870 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს აჭარის ა/რ საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისათვის 11,3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში, 7,6 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. ასევე 29 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი მოეწყობა. 2 ახალი ხიდი და 48 ხელოვნური ნაგებობა კი აშენდება.