კახეთში დედამ ახალშობილზე უარი თქვა

კახეთში ერთერთი  მუნიციპალიტეტის სამშობიარო სახლში დედამ ახალშობილზე უარი განაცხადა. „რეგიონული კვირას“ ინფორმაციით, ბავშვზე უარის მიზეზად ახალშობილის დედამ ბავშვის მამასთან უთანხმოება დაასახელა.

კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის დალი მოსიაშვილის განმარტებით, დედამ ბავშვის უარყოფის ფორმა ნებაყოფლობით შეავსო და ამჟამად ახალშობილი გადაუდებელ მიმღებ ოჯახშია გადაყვანილი, რის შემდეგაც ბავშვს გასაშვილებელის სტატუსი მიენიჭება და გასაშვილებელ ბავშვთა ცენტრალიზებულრიგში მოხვდება.

„ძალიან ბევრი ვეხვეწეთ, ვემუდარეთ, იქნებ და შეენარჩუნებინა ბავშვი, 3-4 დღე ვიარეთ და ვუხსნიდით. ვიფიქრეთ, პოსტმშობიარობის პერიოდი ქონდა, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ გადავაფიქრებინეთ”,-  განაცხადა მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები