არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

“ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს – მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკoნსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
​მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის შემადგენლობის ნახევარი ქალები არიან.
“პარლამენტში ხუთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელები არიან ქალები და ჩემი პირველი მოადგილეც და თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილეც არიან ქალები. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა გაიზარდოს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები