“ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს არჩევნების გვერდის ავლით, დღის წესრიგის წინასწარ დალაგება”

„ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს არჩევნების გვერდის ავლით, დღის წესრიგის წინასწარ დალაგება და ოპოზიციიდან ერთი ან ორი ადამიანის მხრიდან იმის განსაზღვრა, რაც არა მათ, არამედ მთელმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს არჩევნებით“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთაა, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.
„ეს არის ერთი კონკრეტული პარტიისა და მისი ერთი ან ორი ლიდერის მხრიდან დანარჩენ ოპოზიციაზე მათი ხედვისა და დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა. პირდაპირ გეტყვით, საზოგადოების დაკვეთაა, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და არჩევნების შედეგების გათვალისწინებით გადაწყდეს, თუ ვინ აიღებს მმართველობაზე პასუხისმგებლობას, იქნება ეს ერთი გამარჯვებული პარტია, ოპოზიციასთან ერთად, თუ იქნება პარტია, რომელიც საკმარის ხმებს მიიღებს ამისთვის. შესაბამისად, ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან, ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. ეს არის მომავლის საქმე და ესაა არჩევნების გადასაწყვეტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები