არჩილ თალაკვაძე: პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას, ამიტომ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ოდირის მისიასთან

„რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას და ჩვენი პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს, ეს უდავოა, ამიტომ ჩვენ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ოდირის მისიასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურის საკითხს ეხებოდა.

„ცალსახაა, რომ მოსამართლეთა დასახელებისა და მათი არჩევის პროცესში საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში არანაირი კანონმდებლობა, ეს ასე იყო გასულ წლამდე. დღეს ჩვენმა პარლამენტმა შექმნა ასეთი კანონმდებლობა, განსაზღვრა წესები, თუ როგორ ხდება კონკურსის ჩატარება, მათი დასახელება პარლამენტის წინაშე. დღეს უკვე სიაა წარმოდგენილი პარლამენტის წინაშე და პირობას გაძლევთ, რომ პარლამენტში შედგება მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტის განხილვები, თითოეულ კანდიდატურასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ექნება ამომწურავი ინფორმაცია, დაისმება ყველა მნიშვნელოვანი კითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას მათ შერჩევასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები