სერგი კაპანაძე: თაკო ჩარკვიანმა „ევროპული საქართველოს“ მისამართით ბინძური ტალახის სროლა დაიწყო

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა და ოპოზიციური პარტიების ინიციატივაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, არასწორია ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთერთობა ტალახის სროლის კამპანიის პირობებში წარიმართოს, რაც, მისივე თქმით, ჩარკვიანის მხრიდან ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე უკვე დაფიქსირდა.

„თაკო ჩარკვიანმა საკმაოდ ნეგატიური შეფასება გააკეთა, არა შინაარსის მიმართ, თუმცა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით. არ მიგვაჩნია სწორად, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები იყოს ცილისწამების, ტალახის სროლის კამპანიის პირობებში, რაც არაერთხელ მოხდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ჩარკვიანის მხრიდან.

ჩვენი მოწოდება იქნება პარტიის -„ძალა ერთობაშია“ მიმართ, გააკეთონ შეფასება ამ განცხადებაზე – აპირებენ, რომ ამ სტილში, „ასავალ-დასავალისა“ და სიბინძურის სტილში განაგრძონ ურთიერთობა თუ ემიჯნებიან ამ განცხადებას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ. ​

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. პარტიის -„კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას, განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები